weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

კახეთის ყველა სკოლაში სწავლა ონლაინ რეჟიმში განახლდა

11:25 ორშაბათი, 18 იანვარი 2021

თელავის, ახმეტის, ყვარლის, ლაგოდეხის, საგარეჯოს, გურჯაანის, სიღნაღისა და დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტებში არსებულმა საჯარო და კერძო სკოლებმა 2020-21 სასწავლო წლის მეორე სემესტრი ონლაინ რეჟიმში გაანაახლეს. ასეთი სულ 189 სკოლაა.

როგორც „რეგინფოს“ მუნიციპალიტეტების საგანმანათლებლო რესურსცენტრების ხელმძღვანელებმა განუცხადეს, საკლასო ოთახებში სწავლა ეპიდემიოლოგიური ვითარების გამო არ განახლდა, თუმცა მათ არ აქვთ ინფორმაცია, ამ დროისთვის რომელ სკოლაში რამდენი მასწავლებელი და მოსწავლეა კორონავირუსით ინფიცირებული.

ყვარლის მუნიციპალიტეტის რესურსცენტრის უფროსის, ქეთევან ჭიპაშვილის განცხადებით, COVID-19-ის პრევენციის მიზნით, სკოლებში ყველა ღონისძიება გაატარეს, თუმცა მშობლებს ბავშვების სკოლაში გაშვების შიში აქვთ და სწავლის დისტანციურ/ონლაინ რეჟიმში გაგრძელებას ითხოვენ.

რესურსცენტრების ინფორმაციით, ონლაინ რეჟიმში სწავლა პირველ თებერვლამდე გაგრძელდება.

საქართველოს განათლების სამინისტრო 15 იანვრიდან აცხადებდა, რომ მეორე სემესტრს დისტანციურ რეჟიმში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის და 10 დიდი ქალაქის – თბილისის, ქუთაისის, რუსთავის, თელავის, ზუგდიდის, ზესტაფონის, გორის, ფოთის, მარნეულისა და გარდაბნის – ტერიტორიაზე მოქმედი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებები დაიწყებდნენ, ხოლო დანარჩენ სკოლებში სწავლა საკლასო ოთახებში განახლდებოდა. სამინისტრო განმარტავდა, რომ სკოლებში კორონავირუსის შემთხვევების დადასტურების შემთხვევაში, როგორც პირველ სემესტრში, წერტილოვანი შეზღუდვები დაწესდებოდა.

ბოლო 24 საათში, საქართველოს მასშტაბით, კორონავირუსის 110 ახალი შემთხვევა დადასტურდა, მათგან კახეთში 5 შემთხვევა ფიქსირდება.

 

ამ თემაზე:

მეორე წელი დახურული სკოლების პირობებში ძალიან საზიანო იქნება ბავშვებისთვის – UNICEF

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]