„თბილისობა 2017“-ის ფარგლებში მოეწყობა სხვადასხვა კულტურული და სპორტული ღონისძიებები, საბავშვო-გასართობი და შემეცნებითი აქტივობები, კულინარიული გამოფენა-გაყიდვები, სასოფლო-სამეურნეო ბაზრობები და სხვა.
თბილისის მერიის ინფორმაციით, „თბილისობასთან“ დაკავშირებული ნებისმიერი განაცხადი (პროექტი, იდეა, მოსაზრება, წინადადება) მერიაში 8 სექტემბრამდე მიიღება, რის შემდეგაც, წინამოსამზადებელი სამუშაოები აქტიურ ფაზაში გადავა. დაინტერესებულ პირებს განაცხადების შეტანა შეუძლიათ თბილისის მერიის კანცელარიაში (თბილისი, შარტავას ქ. N7), კულტურის საქალაქო სამსახურის სახელზე.