weather cur horoscope tv
დეკემბერი 06, 2021

„თბილისობა“ 7-8 ოქტომბერს გაიმართება

11:33 ოთხშაბათი, 16 აგვისტო 2017 hits 7909

„თბილისობა 2017“ 7 და 8 ოქტომბერს გაიმართება. თბილისის მერიის ინფორმაციით, სახალხო დღესასწაული მასშტაბური იქნება და მთელ ქალაქს მოიცავს. მთავარი ღინისძიებები კი „ახალ ტფილისში“, რიყეზე და ლეღვთახევში გაიმართება.

„თბილისობა 2017“-ის ფარგლებში მოეწყობა სხვადასხვა კულტურული და სპორტული ღონისძიებები, საბავშვო-გასართობი და შემეცნებითი აქტივობები, კულინარიული გამოფენა-გაყიდვები, სასოფლო-სამეურნეო ბაზრობები და სხვა.

თბილისის მერიის ინფორმაციით, „თბილისობასთან“ დაკავშირებული ნებისმიერი განაცხადი (პროექტი, იდეა, მოსაზრება, წინადადება) მერიაში 8 სექტემბრამდე მიიღება, რის შემდეგაც, წინამოსამზადებელი სამუშაოები აქტიურ ფაზაში გადავა. დაინტერესებულ პირებს განაცხადების შეტანა შეუძლიათ თბილისის მერიის კანცელარიაში (თბილისი, შარტავას ქ. N7), კულტურის საქალაქო სამსახურის სახელზე.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]