weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

საქართველოში COVID-19-ის 1550 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

11:15 სამშაბათი, 19 იანვარი 2021

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსზე 17 398 ტესტი ჩატარდა, რის შედეგადაც ვირუსით ინფიცირების 1550 ახალი შემთხვევა დადასტურდა. დღე-ღამის განმავლობაში გამოჯანმრთელდა 494 პაციენტი და დაფიქსირდა გარდაცვალების 15 ახალი შემთხვევა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1550 ახალი შემთხვევიდან თბილისში გამოვლენილია 647, ხოლო რეგიონების მიხედვით ასეთი მონაცემებია:

იმერეთი – 249

სამეგრელო-ზემო სვანეთი – 145

კახეთი – 106

შიდა ქართლი – 95

ქვემო ქართლი – 93

აჭარა – 58

გურია – 53

სამცხე-ჯავახეთი – 49

მცხეთა-მთიანეთი – 41

რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 14.

დღეს საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 11 336 მიმდინარე აქტიური შემთხვევაა, საიდანაც 3656 ინფიცირებული მკურნალობს საავადმყოფოში, 563 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, ხოლო 7117 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს ბინაზე გადის.

საავადმყოფოში მოთავსებული 775 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, მათგან ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 217.

დღეის მდგომარეობით, საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 472 ადამიანი, თვითიზოლაციაში კი 21 865 იმყოფება.

საქართველოში პანდემიის დაწყებიდან დღემდე კორონავირუსი სულ 249 465 ადამიანს დაუდასტურდა. მათგან 235 130 უკვე გამოჯანმრთელებულია. ვირუსს ქვეყანში 2973 პირი ემსხვერპლა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]