შემთხვევა დღეს, დაახლოებით 14:40 საათზე მოხდა, რის შედეგადაც ნინოწმინდაში მცხოვრები ორი პირი დაშავდა. „ნორის“ ინფორმაციით, დაშავებულები მძიმე მოტეხილობებით ახალქალაქის საავადმყოფოში გადაიყვანეს.
პოლიციამ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 275-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს რკინიგზის ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევას, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანება გამოიწვია.