weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

საქართველოში კორონავირუსის 469 ახალი შემთხვევა დადასტურდა

11:59 ოთხშაბათი, 20 იანვარი 2021

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსზე 6122 ტესტი ჩატარდა, რის შედეგადაც ვირუსით ინფიცირების 469 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. დღე-ღამის განმავლობაში გამოჯანმრთელდა 1792 პაციენტი და დაფიქსირდა გარდაცვალების 14 ახალი შემთხვევა.

საქართველოში პანდემიის დაწყების შემდეგ, კორონავირუსი სულ 249 934 ადამიანს დაუდასტურდა. დღეის მდგომარეობით, გამოჯანმრთელებულია 236 922 ინფიცირებული. ვირუსს ჯამში 2987 პირი ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 469 ახალი შემთხვევიდან თბილისში გამოვლენილია 212 შემთხვევა, ხოლო რეგიონების მიხედვით ასეთი მონაცემებია:

აჭარა – 33

იმერეთი – 61

ქვემო ქართლი – 31

შიდა ქართლი – 34

გურია – 12

სამეგრელო-ზემო სვანეთი – 32

კახეთი – 25

მცხეთა-მთიანეთი – 20

სამცხე-ჯავახეთი – 8

რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 1.

ამ ეტაპზე, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 9999 მიმდინარე აქტიური შემთხვევაა, საიდანაც 3576 ინფიცირებული მკურნალობს საავადმყოფოში, 543 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, ხოლო 5880 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს საცხოვრებელ ბინაზე გადის.

საავადმყოფოში მოთავსებული პაციენტებიდან მძიმეა 745-ის ჯანმრთელობის მდგომარეობა, მათგან ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 217 პირი.

დღეის მდგომარეობით, საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 478 ადამიანი, თვითიზოლაციაში კი 21 504 ადამიანი იმყოფება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]