weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ფარული ვიდეო-აუდიო მტკიცებულებები მოვიპოვეთ – პროკურორი „კარტოგრაფების საქმეზე“

14:14 ოთხშაბათი, 20 იანვარი 2021

პროკურატურამ ე.წ. კარტოგრაფების საქმეზე დაკავებული ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვასთვის წარდგენილი ბრალდება დააზუსტა. როგორც საქმის პროკურორმა, მიხეილ სადრაძემ განაცხადა, დაზუსტდა ბრალდებულთა ქმედების მოტივაცია, კერძოდ ის, რომ ბრალდებულები საქართველოს ინტერესების საწინააღმდეგოდ მოქმედებდნენ ზემდგომი თანამდებობის პირის დავალებების შესაბამისად.

პროკურორის განცხადებით, გამოძიების პერიოდში მოპოვებული იქნა აუდიო და ვიდეო მასალა, რაც ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას მოტივაციის გარემოებებს ადასტურებს.

„დადგენილია, რომ ბრალდებულები მოქმედებდნენ განზრახ, ასევე ზემდგომი თანამდებობის პირების დავალებების შესაბამისად. რაც შეეხება ამ გარემოების დამადასტურებელ მტკიცებულებებს: პირველი - რა თქმა უნდა, ბუნებრივია, ეს არის მოწმეთა გამოკითხვის ოქმები, თუმცა ყველაზე მთავარი არის ფარული საგამოძიებო მოქმედებების მოპოვებული მტკიცებულებები. ეს არის აუდიო-ვიდეო მასალა, რომელიც, პრაქტიკულად ვიზუალური დემონსტრაციაა როგორც მოტივთან დაკავშირებული გარემოების, ისე ყველა მნიშვნელოვანი გარემოების, რომელიც ბრალდებულების ქმედებებს პრაქტიკულად ნარატივად გასდევდა მთელი ამ პერიოდის განმავლობაში“, – განაცხადა მიხეილ სადრაძემ.

მისივე თქმით, ფარულ ვიდეო-აუდიო მასალა საზოგადოებისთვის უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი.

„რაც შეეხება სხვა პირების პასუხისმგებლობის საკითხს, მათ შორის, ბრალდებულებთან შესაძლო დანაშაულებრივ შემხებლობაში მყოფი პირების საკითხს, არის გამოყოფილი საქმე, აქტიურად მიმდინარეობს საგამოძიებო ღონისძიებები და გარკვეული პერიოდის შემდეგ, როდესაც იქნება კონკრეტული შედეგები, ამის შესახებ საზოგადოებას ვაცნობებთ“, – განაცხადა პროკურორმა.

გლდანის N8 პენიტენციურ დაწესებულებაში ივერი მელაშვილისთვის დაზუსტებული ბრალის წარდგენის პროცედურა ამ წუთებში მიმდინარეობს.

საგარეო საქმეთა სამინისტროს მეზობელი ქვეყნების დეპარტამენტის სასაზღვრო ურთიერთობათა სამსახურის უფროსი ივერი მელაშვილი და შს სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის მთავარი ინსპექტორი ნატალია ილიჩოვა 2020 წლის 7 ოქტომბერს დააკავეს. მათ ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 308-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინათ, რაც გულისხმობს საქართველოს საწინააღმდეგო მოქმედებას, მიმართულს უცხო ქვეყნისათვის მთელი ტერიტორიის ან მისი ნაწილის გადაცემისკენ ანდა საქართველოს ტერიტორიიდან მისი ნაწილის გამოყოფისაკენ. დანაშაული ათიდან თხუთმეტ წლამდე პატიმრობით ისჯება. მელაშვილი და ილიჩოვა ბრალს არ აღიარებენ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]