გრეგ კრავჩუკი ენტომოლოგია, რომელიც აზიური ფაროსანას (halyomorpha halys) ბიოლოგიის შესწავლაზე, მისი გავრცელების და ბრძოლის ღონისძიებებზე მუშაობს აშშ-ში, სადაც ეს მავნებელი 2001 წელს დაფიქსირდა და 2010 წელს სოფლის მეურნეობას 21 მილიარდი დოლარის ოდენობის ზარალი მიაყენა. სურსათის ეროვნული სააგენტოს ცნობით, ამერიკის მთავრობის მიერ გატარებული ღონისძიებების შედეგად აზიური ფაროსანას პოპულაცია მნიშვნელოვნად შემცირდა.
„აზიური ფაროსანა საქართველოში 2016 წელს გავრცელდა და განსაკუთრებული ზიანი მეთხილეობის დარგს მიაყენა. შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით, 2016 წლის ბოლოს, სურსათის ეროვნულმა სააგენტომ, აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) საქართველოს სასოფლო-სამეურნეო წარმოების ეფექტიანობის აღდგენის პროექტის (REAP) მხარდაჭერით, საქართველოში მოიწვია გრეგ კრავჩუკი და სპეციალისტები ევროპის იმ ქვეყნებიდან, სადაც მავნებელთან ბრძოლის გამოცდილება გააჩნიათ“, - ნათქვამია სააგენტოს განცხადებაში.
აზიური ფაროსანას საწინააღმდეგოდ სურსათის ეროვნულმა სააგენტომ წამლობა 53 000 ჰექტარ ფართობზე ჩაატარა. სააგენტოს ინფორმაციით, შეწამვლითი სამუშაოები გრძელდება და საერთო ჯამში 30 ათასამდე ჰექტრის შეწამვლაა დაგეგმილი.