საქართველოს საბანკო ასოციაციის განმარტებით, აღნიშნული გადაწყვეტილება ფულის გათეთრებასთან და ტერორიზმის დაფინანსებასთან ბრძოლის სტრატეგიის ნაწილია.
იდენტიფიკაცია/ვერიფიკაციის პროცესის გავლა თანხის გადარიცხვისას სავალდებულოა შემდეგ სერვისებზე:
- აზარტული თამაშები და ლატარია;
- ონლაინ თამაშები;
- დაზღვევა და კერძო საპენსიო ფონდები;
- ფინანსური სერვისები, მათ შორის: ფიზიკური და იურიდიული პირის საბანკო ანგარიშზე თანხის შეტანა, მიკროსაფინანსო ორგანიზაციების და სესხის გამცემი სუბიექტების სერვისები, ლიზინგი, ელექტრონული საფულის შევსება, ფინანსური ბაზრები და ფულადი გზავნილები;
- ინტერნეტ მარკეტინგი;
- ტრანსპორტი და ლოჯისტიკა;
- ტურისტული მომსახურება;
- ქსელური მარკეტინგი;
- ქველმოქმედება;
- საკონსულტაციო მომსახურება;
- პოლიტიკური პარტიები;
- უძრავი ქონების ყიდვასთან დაკავშირებული სერვისები.
იდენტიფიკაცია, მიუხედავად თანხის ოდენობისა, საერთოდ არ მოითხოვება შემდეგ გადახდებზე:
- კომუნალური გადახდები (დენი, წყალი, გაზი, დასუფთავება, ინტერნეტი და ტელეკომუნიკაცია, მობილური ოპერატორები);
- სახელმწიფო ხაზინაში შემავალი გადახდები;
- სახელმწიფო საპენსიო ფონდში გადახდები;
- სამოქალაქო ტრანსპორტი (მუნიციპალური ტრანსპორტი, ტაქსი, რკინიგზის ბილეთები, ავტობუსის ბილეთები);
- საფოსტო მომსახურება;
- განათლება (უმაღლესი სასწავლებლები, სკოლა, ბაგა-ბაღი, საბავშვო წრეები);
- სპორტული გამაჯანსაღებელი წრეები;
- მედია/პრესა (გაზეთების და ჟურნალები) გამოწერა;
- საყოფაცხოვრებო მომსახურება (ლიფტები, დასუფთავება, დაცვა, მცირეთანხიანი სარემონტო სამუშაოები);
- ჯანდაცვა (სამედიცინო მომსახურების საფასური) და ვეტერინარია (გარდა მედიკამენტებით ვაჭრობისა);
- სავიზო მომსახურების საფასური;
- გარკვეული ტიპის დაზღვევა, რომელიც კანონმდებლობით გათავისუფლებულია იდენტიფიკაციის მოთხოვნებისგან;
- დაბალრისკიანი საქონლის შეძენა.