weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

საქართველოში კორონავირუსის 1137 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

11:11 ხუთშაბათი, 21 იანვარი 2021

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსზე 17 019 ტესტი ჩატარდა, რის შედეგადაც ვირუსით ინფიცირების 1137 ახალი შემთხვევა დადასტურდა. დღე-ღამის განმავლობაში გამოჯანმრთელდა 1179 პაციენტი, ხოლო 11 – გარდაიცვალა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1137 ახალი შემთხვევიდან თბილისში გამოვლენილია 477 შემთხვევა, ხოლო რეგიონების მიხედვით ასეთი მონაცემებია:

იმერეთი – 164

სამეგრელო-ზემო სვანეთი – 118

კახეთი – 95

შიდა ქართლი – 85

ქვემო ქართლი – 65

აჭარა – 64

მცხეთა-მთიანეთი – 27

სამცხე-ჯავახეთი – 18

გურია – 13

რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 11.

ამ ეტაპზე საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 9946 მიმდინარე აქტიური შემთხვევაა, საიდანაც 3478 ინფიცირებული საავადმყოფოში მკურნალობს, 534 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, ხოლო 5934 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს ბინაზე გადის.

საავადმყოფოში მყოფი 735 ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, მათგან 219 ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 536 ადამიანი, ხოლო 20 813 პირი თვითიზოლაციაშია.

პანდემიის დაწყებიდან (26 თებერვალი) დღემდე საქართველოში კორონავირუსი სულ 251 071 ადამიანს დაუდასტურდა, მათგან უკვე გამოჯანმრთელდა 238 101. ვირუსს 2998 ადამიანი ემსხვერპლა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]