დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 903 ახალი შემთხვევიდან თბილისში გამოვლენილია 469 შემთხვევა, ხოლო რეგიონების მიხედვით ასეთი მონაცემებია:
იმერეთი – 107
სამეგრელო-ზემო სვანეთი – 73
აჭარა – 52
შიდა ქართლი – 51
კახეთი – 47
ქვემო ქართლი – 44
სამცხე-ჯავახეთი –24
მცხეთა-მთიანეთი – 18
გურია – 12
რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 6.
ამ ეტაპზე ქვეყანაში ინფიცირების 10 189 მიმდინარე აქტიური შემთხვევაა, საიდანაც 3367 ინფიცირებული მკურნალობს საავადმყოფოში, 479 მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, 6343 პირი ვირუსის მკურნალობს კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
საავადმყოფოში მოთავსებული 733 პაციენტია ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, მათ შორის, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 218.
ამ ეტაპისთვის საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 523 ადამიანი, ხოლო თვითიზოლაციაში იმყოფება 20 231 ადამიანი.
საქართველოში პანდმიის გავრცელებიდან (26 თებერვალი) დღემდე კორონავირუსი სულ 251 974 ადამიანს დაუდასტურდა, რომელთაგან 238 737 უკვე გამოჯანმრთელებულია. დღემდე ვირუსს ჯამში 3022 პირი ემსხვერპლა.