weather cur horoscope tv
დეკემბერი 24, 2024

გლდანის N8 და ქუთაისის N2 დაწესებულებებში 7 პატიმარს კოვიდ-19 დაუდასტურდა

09:24 შაბათი, 23 იანვარი 2021

გლდანის N8 და ქუთაისის N2 პენიტენციურ დაწესებულებებში 7 პატიმარს კორონავირუსი დაუდასტურდა. როგორც სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში განაცხადეს, გლდანის ციხეში ინფიცირებულია 3, ხოლო ქუთაისის ციხეში – 4 პატიმარი. ისინი უსიმპტომო პაციენტები არიან.

სპეციალური პენიტენციური სამსახურის განმარტებით, N8 დაწესებულებაში ინტენსიური ტესტირება ეტაპობრივად მიმდინარეობს და ორ დღეში დასრულდება.

„დღეის მდგომარეობით, ტესტირება გაიარა 791-მა პატიმარმა, რომელთაგან სამს დაუდასტურდა covid-19. ინფიცირებული პირებიდან ორი ერთ საკანში მყოფი პატიმარი იყო, ხოლო ერთი – სხვა საკანში იმყოფებოდა. სამივე ინფიცირებული პირი სამოქალაქო სექტორის კლინიკაშია გადაყვანილი. ისინი არიან ე.წ. უსიმპტომო პაციენტები და სამოქალაქო სექტორის კლინიკაში მედპერსონალის მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებიან. ხოლო მათი თანამესაკნეები დაწესებულების საკარანტინო სივრცეში, იზოლაციაში არიან მოთავსებულები“, – აცხადებენ პენიტენციურ სამსახურში.

რაც შეეხება ქუთასის N2 პენიტენციურ დაწესებულებას, კოვიდ-ინფიცრებულ ოთხ პატიმარის კონტაქტი ჰქონდა 12 იანვარს კოვიდდადასტურებულ პირთან. ოთხივე მათგანი 12 იანვრიდან იზოლაციაში იმყოფებიან დაწესებულების საკარანტინო სივრცეში.

„ისინი არიან ე.წ. უსიმპტომო პაციენტები, მათი მდგომარეობა სტაბილურია და იმყოფებიან მედპერსონალის განსაკუთრებული მეთვალყურეობის ქვეშ. კერძოდ, ინფიცირებულ პირთან კონტაქტში მყოფ პირებს, რომლებიც იზოლაციაში იმყოფებიან, ყოველდღიური თერმოსკრინინგი, სატურაციის კონტროლი და სამედიცინო პროტოკოლით გათვალისწინებული შესაბამისი მონიტორინგი უტარდებათ“, – აცხადებენ უწყებაში.

ამასთან, სპეციალური პენიტენციური სამსახური განმარტავს, რომ 21 იანვარს გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს N2 დაწესებულებაში მყოფ ბრალდებულ ბ.ე.- ს „კოვიდ-19“ დაუდასტურდა, სიცრუეა. სამსახურის ინფორმაციით, ბ.ე. იზოლაციაშია, თუმცა ვირუსი დადასტურებული არ აქვს.

პენიტენციური სამსახურის განცხადებით, ინტენსიური ტესტირება ორ ეტაპად ჩატარდა N15 (ქსნის) პენიტენციურ დაწესებულებაშიც, რომლის შედეგები პასუხების სრულად მიღების შემდეგ გასაჯაროვდება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]