დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 998 ახალი შემთხვევიდან თბილისში გამოვლენილია 448 შემთხვევა, ხოლო რეგიონების მიხედვით ასეთი მონაცემებია:
იმერეთი – 170
სამეგრელო-ზემო სვანეთი – 116
შიდა ქართლი – 68
ქვემო ქართლი – 51
კახეთი – 50
აჭარა – 31
გურია – 31
მცხეთა-მთიანეთი – 17
სამცხე-ჯავახეთი – 13
რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 3.
დღეის მდგომარეობით, საქართველოში კოვიდ-19-ით ინფიცირების 9279 მიმდინარე აქტიური შემთხვევაა, საიდანაც 3302 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, 444 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, ხოლო 5533 პირი ბინაზე მკურნალობს.
ამ ეტაპზე მძიმეა 694 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა, მათგან 204 ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება.
დღეისთვის, საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 530 ადამიანი, 19 786 კი თვითიზოლაციაშია.
საქართველოში პანდემიის გავრცელებიდან (26 თებერვალი) დღემდე, კორონავირუსი სულ 252 972 ადამიანს დაუდასტურდა. მათგან უკვე გამოჯანმრთელდა 240 629, ხოლო 3038 გარდაიცვალა.