weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ჩატარებული 11 248 ტესტის შედეგად კორონავირუსის 546 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

11:44 კვირა, 24 იანვარი 2021

ბოლო 24 საათში, საქართველოში კორონავირუსზე 11 248 ტესტი ჩატარდა, რის შედეგადაც ვირუსით ინფიცირების 546 ახალი შემთხვევა დადასტურდა. დღე-ღამის განმავლობაში გამოჯანმრთელდა 1456 პაციენტი, ხოლო 17 ინფიცირებული გარდაიცვალა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 546 ახალი შემთხვევიდან თბილისში გამოვლენილია 285 შემთხვევა, აჭარაში – 30, იმერეთში – 80, ქვემო ქართლში – 21, შიდა ქართლში – 32, გურიაში – 14, სამეგრელო-ზემო სვანეთში – 31, კახეთში – 34, მცხეთა-მთიანეთში – 5, სამცხე-ჯავახეთში – 14, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში – 0.

ამ ეტაპზე, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 8352 მიმდინარე აქტიური შემთხვევაა. აქედან 3272 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, 443 – მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, ხოლო 4637 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

დღეისთვის, 697 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, მათგან ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება – 195.

511 ადამიანი მოთავსებულია საკარანტინე სივრცეებში, 20 443 კი – თვითიზოლაციაშია.

საქართველოში პანდემიის გავრცელებიდან (2020 წლის 26 თებერვალი) დღემდე, კორონავირუსი სულ 253 518 ადამიანს დაუდასტურდა. 242 085 დაავადებული უკვე გამოჯანმრთელდა, ხოლო 3055 – გარდაიცვალა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]