საქართველოში პანდემიის გავრცელებიდან (2020 წლის 26 თებერვალი) დღემდე, კორონავირუსი სულ 253 816 ადამიანს დაუდასტურდა. 243 396 დაავადებული უკვე გამოჯანმრთელდა, ხოლო 3071 – გარდაიცვალა.
დღეის მდგომარეობით, საქართველოში კოვიდ-19-ით ინფიცირების 7323 მიმდინარე აქტიური შემთხვევაა, საიდანაც 3223 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, 402 – მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, ხოლო 3698 პირი ბინაზე მკურნალობს.
დღეისთვის 706 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, მათ შორის 195 ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა მიერთებული.