weather cur horoscope tv
დეკემბერი 24, 2024

298 ახალი შემთხვევიდან 107 თბილისშია, 44 – იმერეთში, 32 – სამეგრელო-ზემო სვანეთში

11:44 ორშაბათი, 25 იანვარი 2021

ბოლო 24 საათში გაკეთებული 6868 ტესტის შედეგად გამოვლენილი კორონავირუსის 298 ახალი შემთხვევიდან ყველაზე მეტი, 107 შემთხვევა თბილისში დაფიქსირდა. ინფიცირება არავის დაუდასტურდა რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში.

მთავრობის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მონაცემებით, ინფიცირების ახალი შემთხვევების განაწილება რეგიონების მიხედვით ასეთია: იმერეთი – 44, სამეგრელო-ზემო სვანეთი – 32, კახეთი – 26, გურია – 21, შიდა ქართლი – 19, აჭარა – 18, ქვემო ქართლი – 13, სამცხე-ჯავახეთი – 12, მცხეთა-მთიანეთი – 6.

დღეის მდგომარეობით, საქართველოში კოვიდ-19-ით ინფიცირების 7323 მიმდინარე აქტიური შემთხვევაა, საიდანაც 3223 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, 402 – მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, ხოლო 3698 პირი ბინაზე მკურნალობს.

საავადმყოფოში მყოფი 706 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, მათ შორის 195 ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა მიერთებული.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]