weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

კორონავირუსის ვაქცინა რომ არსებობდეს, მოსახლეობის 41% აიცრებოდა – NDI

13:13 ორშაბათი, 25 იანვარი 2021

ეროვნული დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) ბოლო კვლევის თანახმად, გამოკითხული მოსახლეობის 41%-მა დეკემბერში განაცხადა, რომ კორონავირუსზე აცრისგან თავს შეიკავებს. კითხვაზე, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა რომ არსებობდეს, აიცრებოდით თუ არა თქვენ და თქვენი შვილები? - 41%-ის პასუხია დიახ, გამოკითხულთა 41% აცხადებს, რომ არა, ხოლო 17% აცხადებს, რომ არ იცის.

ივნისში ამავე შეკითხვაზე გამოკითხულთა 46% პასუხობდა, რომ არ აიცრებოდა, 38% პასუხობდა, რომ აიცრებოდა, ხოლო 15% პასუხობდა, რომ არ იცის.

ბოლო კვლევის თანახმად, კაცები უფრო დიდი ალბათობით აიცრებიან, ვიდრე ქალები და მაღალი განათლების მქონე ადამიანები უფრო დიდი ალბათობით აიცრებიან, ვიდრე საშუალოზე დაბალი განათლების მქონე ადამიანები.

კვლევა დაფუძნებულია 2020 წლის დეკემბრის სატელეფონო გამოკითხვის შედეგებზე, რომელიც ჩატარებულია NDI-ის დაკვეთით CRRC საქართველოს მიერ. საველე სამუშაოები ჩატარდა 17-24 დეკემბერს. NDI-ის ინფორმაციით, სატელეფონო ინტერვიუსთვის რესპონდენტები შემთხვევით ნომერზე დარეკვის მეთოდით შეირჩნენ. ინტერვიუები ჩატარდა ქართულ, აზერბაიჯანულ და სომხურ ენებზე – სულ 2053 დასრულებული ინტერვიუ.

კვლევა საქართველოს მთლიანი მოსახლეობის წარმომადგენლობითია (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), ასევე კვლევა წარმომადგენლობითია თბილისის, ურბანული და სოფლის ტიპის დასახლებებისთვის. კვლევის საშუალო ცდომილების ზღვარია +/- 1.1%

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]