საქართველოში პანდემიის დაწყებიდან (2020 წლის 26 თებერვალი) დღემდე, კორონავირუსი სულ 254 822 ადამიანს დაუდასტურდა. მათგან უკვე გამოჯანმრთელდა 244 446, ხოლო 3096 გარდაიცვალა.
ამ დროისთვის საქართველოში ინფიცირების 7254 მიმდინარე აქტიური შემთხვევაა. 3069 ინფიცირებული მკურნალობს საავადმყოფოში, 353 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, ხოლო 3832 – ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
საავადმყოფოში მოთავსებული 689 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. მათგან 193 ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება.
საკარანტინო სივრცეებში მოთავსებულია 490 ადამიანი, 17 801 კი თვითიზოლაციაშია.