weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ზაფხულის ტურისტული სეზონი ავამუშაოთ - გახარია

13:36 სამშაბათი, 26 იანვარი 2021

პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, მთავრობის წევრები, მათ შორის, ვიცე-პრემიერი მაია ცქიტიშვილი და ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა ამ კვირაში ტურისტულ სექტორთან შეხვედრებს დაიწყებენ. გახარიას თქმით, შეთანხმდება როგორც პროტოკოლები, თუ როგორ უნდა იმუშაოს ამ სექტორმა, ასევე გახსნის ეტაპები და „ის მიზეზშედეგობრივი კავშირები, რომელიც პირდაპირ დაკავშირებულია ეპიდემიის გავრცელებასთან“.

პრემიერ-მინისტრის განცხადებით, საქართველო რეგულარულ საჰაერო მიმოსვლაზე შეზღუდვებს აღარ გააგრძელებს.

„ყველამ ერთად, თანმიმდევრულად, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ზაფხულის ტურისტული სეზონი დავიცვათ და ავამუშაოთ.

ყველა ვხედავთ, თუ რა ხდება ჩვენს სამთო კურორტებზე. ეს ყველაფერი არის უკიდურესად სამწუხარო.

ჩვენ ყველას ძალიან კარგად გვესმის, რამდენად მძიმეა ტურისტული სექტორისთვის და იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც ბიზნესი აქვთ გუდაურში, ბაკურიანში, მესტიაში თუ გოდერძზე; ის მდგომარეობა, რომელიც დღეს იქ არის, მაგრამ კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნავ, ეს ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ ქვეყანას, საბოლოო ჯამში, მდგრადი, თანმიმდევრული ეკონომიკური აღდგენის რესურსი დავუტოვოთ, შევუნარჩუნოთ და ასეთი მოკლევადიანი, სწრაფი, იმპულსური გადაწყვეტილებებით რისკის ქვეშ არ დავაყენოთ ის ეკონომიკური შესაძლებლობები, რომლებიც გაგვეხსნება სწრაფი აღდგენის პირობებში ზაფხულისთვის. ამას განაპირობებს, პირველ რიგში, ტესტირებების ახალი სქემა და აქტიური ტესტირება, ისევე, როგორც ვაქცინაციის შესაძლებლობები, არა მხოლოდ საქართველოში, არამედ გლობალურად“, – აღნიშნა გიორგი გახარიამ.

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 2020 წლის 28 ნოემბრიდან სათხილამურო კურორტებზე შეზღუდვები მოქმედებს, კერძოდ, გაჩერებულია სათხილამურო ტრასები და საბაგიროები, სასტუმროების მუშაობა კი დასაშვებია მხოლოდ საკარანტინო სივრცეების მოსაწყობად.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]