weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

გლდანის და ქსნის ციხეებში კორონავირუსის 78 შემთხვევა დადასტურდა  

14:43 სამშაბათი, 26 იანვარი 2021

საქართველოს იუსტიციის მინისტრის, გოჩა ლორთქიფანიძის განცხადებით, N8 (გლდანის) და N15 (ქსნის) პენიტენციურ დაწესებულებებში კორონავირუსზე გაკეთებული 4157 ტესტიდან 78-ის პასუხი დადებითი აღმოჩნდა.

პენიტენციურ დაწესებულებებში ინტენსიური PCR ტესტირების შესახებ განცხადება გოჩა ლორთქიფანიძემ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.

„ამჯერად გაგაცნობთ ორი დიდი დაწესებულების - N8 (გლდანის) და N15 (ქსნის) პენიტენციური დაწესებულებების ტესტირების შედეგებს. N8 პენიტენციურ დაწესებულებაში გაკეთდა 2422 ტესტი, რომელთაგან დადებითი აღმოჩნდა 38. აქედან 8 პატიმარს გამოუვლინდა სიმპტომები და ისინი გადაყვანილი არიან სამოქალაქო სექტორის კლინიკაში, დანარჩენი 30 არის უსიმპტომო პაციენტი. ისინი დაწესებულების საკარანტინე სივრცეში იზოლაციაში არიან მოთავსებულები. ასევე იზოლაციაში მოთავსდნენ დადასტურებული შემთხვევების კონტაქტები“, – განაცხადა იუსტიციის მინისტრმა.

რაც შეეხება N15 დაწესებულებას, გოჩა ლორთქიფანიძის ინფორმაციით, იქ 1735 ტესტი გაკეთდა, საიდანაც დადებითი იყო 40. გარდა ამისა, არის ცალკეული შემთხვევები, რომელზეც კვლევა გრძელდება.

„40 დადასტურებული პირი არიან უსიმპტომო პაციენტები, მათი ჰოსპიტალიზაცია არ გამხდარა საჭირო. ისინი იზოლირებულები არიან დაწესებულების დანარჩენი კონტინგენტისგან და სამედიცინო პერსონალის მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებიან. როგორც სამედიცინო პროტოკოლი ითვალისწინებს, თუ რომელიმე მათგანს გამოუვლინდა სიმპტომი, ისინი მყისიერად გადაყვანილი იქნებიან სამოქალაქო კლინიკაში“, – აღნიშნა მინისტრმა.

ოფიციალური ინფორმაციით, ამ დროისთვის ტესტირება ჩატარებულია 10 პენიტენციურ დაწესებულებაში, სულ გაკეთდა 6654 ტესტი, რის შედეგადაც, ჯამში, ინფიცირების 113 შემთხვევა დადასტურდა. როგორც გოცა ლორთქიფანიძემ თქვა, ინტენსიური ტესტირება თვის ბოლომდე ყველა პენიტენციურ დაწესებულებაში დასრულდება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]