weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ვაჟა გაფრინდაშვილი რუსეთის წინააღმდეგ სტრასბურგის სასამართლოს მიმართავს

10:38 ოთხშაბათი, 27 იანვარი 2021

ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილს რუსეთის წინააღმდეგ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში სარჩელი შეაქვს. როგორც გაფრინადაშვილი ამბობს, მისი მიზანია, მსოფლიოს რუსეთის ოკუპაცია კიდევ ერთხელ დაანახოს.

„რა ფორმულირება იქნება, რა კომპენსაციის მოთხოვნა იქნება - ეს მეორეხარისხოვანია, თუნდაც ერთ ლარზე იყოს ლაპარაკი. მთავარია პრინციპი, რომ რუსეთი არის საქართველოს 20%-ის ოკუპანტი და სამწუხაროდ, ეს მატულობს და სასჯელი თუ არა, კიდევ ერთხელ მოხდეს იმის დადასტურება, რომ საქართველო იმყოფება რუსეთის ბულინგის ქვეშ“, – განაცხადა გაფრინდაშვილმა ტელეკომპანია „მთავარ არხთან“.

სარჩელზე ცენტრი „ემპათია“ მუშაობს. ორგანიზაციის იურისტის, გეგა ლემონჯავას განცხადებით, დავას რამდენიმე მუხლით აპირებენ, მათ შორის ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-3 მუხლით, რაც წამებისა და არაადამიანური მოპყრობის აკრძალვას გულისხმობს.

ქიმი-ტრავმატოლოგი ვაჟა გაფრინდაშვილი რუსმა სამხედროებმა 2019 წლის 9 ნოემბერს, ახმაჯი-ორჭოსანის მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს. ქართველი ექიმი ოკუპირებულ ახალგორში პაციენტის დასახმარებლად მიდიოდა. საოკუპაციო რეჟიმმა ის ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთაში დაადანაშაულა და 15 ნოემბერს დე ფაქტო სასამართლომ ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. ვაჟა გაფრინდაშვილი ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო უშიშროების კომიტეტის ბრალდებას არ აღიარებდა და აცხადებდა, რომ მას არავითარი საზღვარი არ დაურღვევია და რომ საქართველოს საზღვარი როკის გვირაბთანაა.

იმავე წლის 20 დეკემბერს დე ფაქტო სასამართლომ ვაჟა გაფრინდაშვილს 1 წლით და 9 თვით პატიმრობა მიუსაჯა, თუმცა მან ცხინვალის საპატიმრო 28 დეკემბრის დილას დატოვა და თბილისის კონტროლირებად ტერიტორიაზე დაბრუნდა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]