პანდემიის დაწყებიდან (2020 წლის 26 თებერვლიდან) დღემდე, საქართველოში კორონავირუსი სულ 255 564 ადამიანს დაუდასტურდა. მათგან უკვე გამოჯანმრთელდა 245 527, ხოლო 3108 – გარდაიცვალა.
დღეს საქართველოში კოვიდ-19-ით ინფიცირების 6903 მიმდინარე აქტიური შემთხვევაა, საიდანაც 2842 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, 3714 – ბინაზე, 347 ინფიცირებული კლინიკურ-სასტუმროებშია მოთავსებული. დღეისთვის მძიმეა 670 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა, მათგან 177 ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება.