weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

დეკანოზ თადეოზს ეპარქია პასუხისმგებლობას დააკისრებს – მიტროპოლიტი დანიელი

12:19 ოთხშაბათი, 27 იანვარი 2021
ფოტოზე - მიტროპოლიტი დანიელი ფოტოზე - მიტროპოლიტი დანიელი

ჭიათურისა და საჩხერის ეპარქიის მიტროპოლიტი, მეუფე დანიელი (დათუაშვილი) დეკანოზ თადეოზ სარალიძის საკვირაო ქადაგებას ეხმაურება და აცხადებს, რომ ის სრულიად შეუფერებელია სახარებისეული სწავლებისთვის.

„მინდა, გულისტკივილით აღვნიშნო, რომ დეკანოზ თადეოზ სარალიძის საკვირაო ქადაგება სრულიად შეუფერებელია სახარებისეული სწავლებისათვის. ეპარქია იმსჯელებს მომხდარის შესახებ და უახლოეს მომავალში დააკისრებს მას შესაბამის პასუხისმგებლობას“, – აცხადებს მიტროპოლიტი.

24 იანვარს, მღვიმევის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძარში ქადაგების დროს დეკანოზმა თადეოზ სარალიძემ სომხების მიმართ შეურაცხმყოფელი განცხადებები გააკეთა.

„მოასწარი, მათხოვარს პურის ლუკმა მიუტანე, ეკლესიას შესაწირი შემოუტანე. შენთვის გეუბნები, არ მოიტან, მომტანი ჩნდება. რამდენჯერ ნათლობები ჩამიტარებია... ათასობით ბავშვი მოვნათლეთ და სალაროში 17-18 ლარზე მეტი არ იყო. მე და მამა გაბრიელი მაშინ კიდევ კარგ ფორმაში ვიყავით. ის რაგმისტი იყო, მე კი კარატეში ვიყავი ნავარჯიშები. ძლივს ვიდექით ფეხზე და შესაწირში არაფერი იყო. „აბა ნახეთ, მამა გაბრიელს თუ არ აქვთ სახლები თბილისში?“ - ვა, შენთვის აქვს.

იმ შესაწირს რომ გააკეთებ, შე საცოდაო... „რასაცა გასცემ შენია, რაც არა დაკარგულია!“. სომეხი ხომ არ ხარ? გაფუჭებული სომეხი. სომეხი რას ამბობს: რა გავცე, რის გავცეო. ეს რომ გაიგეს, მის მერე დაანებეს - შოთა რუსთაველი აშოტ რუსთაველიანციაო“, – განაცხადა სასულიერო პირმა.

გარდა ამისა, მამა თადეოზმა ბავშვებთან დაკავშირებით თქვა, რომ მთავარია, ისინი ეკლესიის ერთგულნი იყვნენ და ქვეყანას გამოადგნენ, ხოლო თუ „უმაქნისები“ იქნებიან, სჯობს პატარები მოკვდნენ და სასუფეველში მოხვდნენ.

„ახლა აშინებენ, რომ ისეთი ვირუსი გამოდის, ბავშვებს უნდა დაეტაკოს, დაინახეთ ახლა?! ნუ გეშინიათ, ბავშვებო, არაფერიც არ დაგეტაკებათ. თქვენ, მთავარია, ვაჟკაცები იყავით, პატიოსნები იყავით, ეკლესიის ერთგულები იყავით და ისეთი რამ გააკეთეთ, რომ ქვეყანას გამოადგეთ და გაცოცხლებთ, ბაბუ... თუ არა და თუ პარაზიტი იქენი, ტელეფონზე დაჯექი, შტერივით იყავი, არც სპორტში ივარგე, მაშინ არ სჯობს, პატარა მოკვდეს და სასუფეველში წავიდეს, ვიდრე დიდი ვირი გაიზარდოს და უმაქნისი იყოს?! ასე, რომ ქრისტე ღმერთი გვეხმარება“, – განაცხადა მამა თადეოზმა.

სასულიერო პირმა კორონავირუსთან დაკავშირებითაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ქართველებს, მაგალითად, ესპანელებისა და იტალიელებისგან განსხვავებით, განსაკუთრებული გენეტიკა აქვთ და ვირუსი ღვთისმშობლის დახმარებით მოიხადეს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]