weather cur horoscope tv
დეკემბერი 24, 2024

კახეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა თანამდებობა დატოვა

14:36 ოთხშაბათი, 27 იანვარი 2021
„რეგინფოს“ ფოტო „რეგინფოს“ ფოტო

შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა, ზურაბ ბერიკაშვილმა თანამდებობა დატოვა. „რეგინფოს“ სამინისტროს პრესსამსახურში უთხრეს, რომ ბერიკაშვილი პირადი განცხადების საფუძველზე გათავისუფლდა. რაც შეეხება გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ის მუშაობას ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში გააგრძელებს, შსს-ში განმარტეს, რომ ამის შესახებ ჯერ არ იციან.

ზურაბ ბერიკაშვილი კახეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილედ 2018 წლიდან მუშაობდა, 2019 წლის სექტემბრიდან კი დეპარტამენტის დირექტორად დაინიშნა. 2018 წლამდე ის კონტრტერორისტული ცენტრის პირველი მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილედ მუშაობდა.

კახეთის პოლიციაში ხელმძღვანელ თანამდებობებზე მისი მუშაობის პერიოდში, 2019 წლის 21 აპრილს მოხდა შეტაკება ადგილობრივ მცხოვრებლებს, პოლიციელებსა და სპეცრაზმელებს შორის პანკისის ხეობაში, რომლის შედეგადაც 50-ზე მეტი ადამიანი დაშავდა, მოსახლეობამ კი შსს-ს და ჰესების მშენებელი კომპანიის ავტომობილები და ტექნიკა გადაწვა. ბერიკაშვილი მოვლენების ეპიცენტრში იყო პოლიციელებს დავალებებს აძლევდა.

2019 წლის 22 მარტს, პოლიციელებმა გურჯაანის რაიონის სოფელ კაჭრეთში სასტიკად ცემეს ზვიად მთავრიშვილი, რომელიც თავის არეში მიღებული მძიმე დაზიანებებისგან 15 აპრილს ღუდუშაურის კლინიკაში გარდაიცვალა.

2019 წლის 27 ნოემბერს, დღისით, ახმეტის პოლიციის ხელმძღვანელობის და ათამდე პოლიციელის თვალწინ შეიარაღებულმა ჯგუფმა მოკლა 37 წლის ვისური მუთოშვილი პანკისის ხეობაში, სოფელ საკობიანოში. პოლიციამ ვერ შეძლო დანაშაულის აღკვეთა მიუხედავად იმისა, რომ გვარებს შორის კონფლიქტის და მოსალოდნელი მძიმე დანაშაულის შესახებ მანამდე ჰქონდათ ინფორმაცია.

2020 წლის 25 დეკემბერს, თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ იყალთოში, თელავის კრიმინალური პოლიციის უფროსის მოადგილემ, ვანო ზანდარაშვილმა, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მოკლა თელავის ცენტრალური საავადმყოფოს დირექტორი, 38 წლის ზურაბ საჩიშვილი.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]