weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ბორჯომის მერიის ყოფილი მაღალჩინოსანი ქრთამის აღების ბრალდებით დააკავეს

14:50 ოთხშაბათი, 27 იანვარი 2021

ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის, არქიტექტურისა და ზედამხედველობის სამსახურის ყოფილი უფროსი დიდი ოდენობით ქრთამის აღების ბრალდებით დააკავეს. სახელმწიფო უსაფრთოხოების სამსახურის ინფორმაციით, დაკავებულია კიდევ ერთი პირი, რომელსაც ბრალად უკანონო ქმედების ჩასადენად ქრთამის მიცემა ედება.

როგორც სუს-ში აცხადებენ, ანტიკორუფციულმა სააგენტომ გამოძიებით დაადგინა, რომ 2020 წლის იანვარში, ქალაქ ბორჯომში მცხოვრები პირი დაუკავშირდა მერიის ინფრასტრუქტურის, არქიტექტურისა და ზედამხედველობის სამსახურის უფროსს და სთხოვა დახმარებოდა სოფელ ჭობისხევში მდებარე, საკომლო ჩანაწერით, მის მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის რეგისტრაციაში.

„იმის გათვალისწინებით, რომ აღნიშნულ პირს მიწის მოცემული ადგილმდებარეობა არ აკმაყოფილებდა, შესთავაზა, მიწის ნაკვეთის რეგისტრაცია მოეხდინათ ტურისტული მიზნებისათვის პერსპექტიულ ადგილას, რის სანაცვლოდაც, ქრთამის სახით შესთავაზა დასარეგისტრირებელი მიწის ნაკვეთის ნაწილის ან შესაბამისი ღირებულების ფულადი თანხის გადაცემა.

აღნიშნულ შეთავაზებაზე ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის მაღალჩინოსანი დათანხმდა და დაპირდა, რომ სამსახურებრივი უფლებამოსილებისა და ავტორიტეტის გამოყენებით უზრუნველყოფდა სოფელ ჭობისხევის რწმუნებულს გაეცა მიწის ნაკვეთის იდენტურობის ყალბი ცნობა, რის საფუძველზეც მოხდებოდა 46 737 ლარის ღირებულების 10 000 მ2 ფართობის სახელმწიფოს კუთვნილი მიწის ნაკვეთის უკანონოდ რეგისტრაცია.

საქმეზე გატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა ვერ მოახერხეს მიწის ნაკვეთის რეგისტრაცია და მხილებულ იქნენ მართლსაწინააღმდეგო ქმედების განხორციელებაში“, – განაცხადეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში.

ანტიკორუფციული სააგენტო საქმეს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და 339-ე მუხლის მეორე ნაწილით იძიებს. ეს გულისხმობს დიდი ოდენობით ქრთამის აღებას, რაც 7-დან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთით ისჯება და უკანონო ქმედების ჩასადენად ქრთამის მიცემას, რისთვისაც სასჯელის სახით გათვალისწინებულია ჯარიმა ან 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთა.

2020 წლის 28 თებერვალს ქრთამის აღების ბრალდებით დააკავეს ბორჯომის მაშინდელი მერი ლევან ლიპარტია და საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი გოგიჩაიშვილი.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]