weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

როგორ იმუშავებენ სავაჭრო ცენტრები 1 თებერვლიდან – შეხვედრა მთავრობის ადმინისტრაციაში

16:41 ოთხშაბათი, 27 იანვარი 2021

მთავრობის ადმინისტრაციაში დღეს სავაჭრო ქსელების და მაღაზიების მფლობელებთან შეხვედრა გაიმართა, რის შემდეგაც ცნობილი გახდა, რომ პირველი თებერვლიდან ეკონომიკის ამ სექტორისთვის გარკვეული წესები შემსუბუქედება.

როგორც „თბილისი ცენტრალის“ დირექტორმა, ლევან ყარალაშვილმა განაცხადა, ათ კვადრატულ მეტრზე დაშვებული იქნება ერთი მომხმარებელი, ასევე იმუშავებს გასახდელები და იქნება პროდუქციის გადაცვლის შესაძლებლობა.

„დღეს პოზიტიური დღე გვქონდა, რადგან დავაზუსტეთ კონკრეტული შეზღუდვები.

კერძოდ, ჩვენთვის კარგი ამბავია ის, რომ სავაჭრო ცენტრში ათ კვადრატულ მეტრზე იქნება შეზღუდვა ერთი მომხმარებლის, ისევე, როგორც ეს არის ჰიპერმარკეტებში. მეორე – იმუშავებს გასახდელები, იქნება პროდუქციის გადაცვლის შესაძლებლობა, რაც ასევე მნიშვნელოვანია ჩვენი კლიენტებისთვის.

სამწუხაროდ, ჯერ ვერ განიხილება შაბათ-კვირას მუშაობის საკითხი, მაგრამ ორ კვირაში ამ საკითხს კიდევ დავუბრუნდებით. შეფასდება ეპიდემიოლოგიური ვითარება და გადაწყვეტილება ამის მიხედვით იქნება მიღებული. იგივე ეხება საზოგადოებრივი ტრანსპორტის თემას, რაც ასევე მნიშვნელოვან პრობლემად რჩება. ჩვენ ასევე გვაქვს კონკრეტული დროებითი გადაწყვეტილებები, რომელსაც ეკონომიკის სამინისტროსთან ერთად დავამუშავებთ“, – განაცხადა ლევან ყარალაშვილმა.

სავაჭრო ქსელები შაბათ-კვირის შეზღუდვების გარეშე მუშაობის განახლებას ითხოვდნენ. როგორც ლევან ყარალაშვილმა თქვა, 24 დეკემბრიდან 2 იანვრამდე პერიოდში ექვსი სავაჭრო ცენტრი ერთ მილიონ მომხმარებელს მოემსახურა და ეპიდაფეთქება არ მომხდარა, არც სიტუაცია დამძიმებულა.

„ყველასთვის საერთო პრობლემაა საზოგადოებრივი ტრანსპორტი, რადგან როგორ უნდა მივიდეს 17 000 ადამიანი კითხვის ნიშნის ქვეშ არის. ასევე, ჩვენთვის მნიშვნელოვანია, იყოს კონკრეტული ანტიკრიზისული პაკეტი, რომელიც დამუშავებულია და გულისხმობს საგადასახადო შეღავათს ქონების გადასახადის ნაწილში. ვისაუბრებთ კომენდანტის საათის ერთი საათით მაინც გადაწევაზე“, – ამბობდა ლევან ყარალაშვილი შეხვედრის დაწყებამდე.

ეკონომიკის მინისტრის, ნათია თურნავას განმარტებით, საგადასახადო შეღავათებთან დაკავშირებით ამ ეტაპზე საუბარი არ არის, რადგან „ვაჭრობა არის ის სფერო, რომელიც ყველაზე უფრო სწრაფად აღდგება და მან წინასაახალწლო პერიოდშიც იმუშავა“.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]