weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

21 წლის ბიჭმა თავი მოიკლა - დატოვა წერილი, რომ აზარტულ თამაშში თანხა წააგო

18:27 ოთხშაბათი, 27 იანვარი 2021

თელავის რაიონის სოფელ ბუშეტში 21 წლის ბიჭმა თავი მოიკლა. ახალგაზრდამ ოჯახის წევრებს წერილი დაუტოვა, სადაც წერს, რომ აზარტულ თამაშში დიდი თანხა წააგო. 

ვარაუდობენ, რომ თვითმკვლელობის მიზეზი შესაძლოა, თამაში „ლურჯი ვეშაპიც“ გამხდარიყო.

პოლიცია მომხდარს სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით იძიებს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. გარდაცვლილის ტელეფონი გამომძიებლებმა ამოიღეს.

აზარტული თამაშების რეგულაციების შემოღებისა და მათი ყველა სახის რეკლამის აკრძალვის მოთხოვნით, 2019 წლის ბოლოს, საქართველოს 10 ათასმა მოქალაქემ მთავრობას პეტიციით მიმართა. პეტიციის ინიციატორი ანა დოლიძეა.

პეტიციის მიხედვით, არსებული საკანონმდებლო ბაზა არა თუ იცავს ახალ თაობას, არამედ ხელს უწყობს მოზარდების ჩართვას აზარტულ თამაშობებში. ამ პროცესების პარალელურად კი საგრძნობლად იზრდება თვითმკვლელობების, სიღარიბის, უძრავ/მოძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების დაკარგვის, ფულის გათეთრებასთან დაკავშირებული კრიმინალის და ოჯახური ძალადობის მაჩვენებლები.

პეტიციის ხელმომწერების ერთ-ერთი მოთხოვნაა აიკრძალოს 25 წლამდე მოქალაქების შესვლა ისეთ ადგილზე, სადაც აზარტული თამაშები ეწყობა ან/და ასეთ თამაშში მათი რეგისტრაცია და მონაწილეობა; ასევე, აიკრძალოს აზარტული და მომგებიანი თამაშობების ყველა სახის რეკლამა, პოპულარიზაცია და სპონსორობა, მათ შორის ტელევიზიის, რადიოს, ინტერნეტ მედიის, სოციალურ მედიის, გარე რეკლამების, სამარშრუტო ტაქსების საშუალებით. მთავრობას სთხოვდნენ, სახსრების გამოყოფას ლუდომანიით დაავადებულთა დასახმარებელი პროგრამებისთვის, მათ შორის ცხელი ხაზის ასამოქმედებლად.

აზარტული თამაშების წინააღმდეგ კამპანიის დაწყებიდან ერთ წელში ანა დოლიძემ განაცხადა, რომ მთავრობამ ზოგიერთ საკითხზე რეაგირება მოახდინა, კერძოდ, ჯანდაცვის სამინისტრომ ბავშვებისა და მოზარდებისთვის ცხელი ხაზი გახსნა; წნეხის შედეგად, ბიზნეს კომპანიებმა გადაწყვიტეს თბილისის ქუჩებიდან აზარტული თამაშების გარე რეკლამების მოხსნა და თეთრ ტაქსებზე ასეთი რეკლამების განთავსება შეჩერდა. ანა დოლიძე კვლავ ითხოვს, ხელისუფლებამ შეიმუშაოს ერთწლიანი გეგმა ონლაინთამაშების ეტაპობრივ აკრძალვასთან დაკავშირებით და თამაშდამოკიდებულებისთვის სარეაბილიტაციო ცენტრები შექმნას.

შინაგან საქმეთა სამინისტროს სტატისტიკური მონაცემებით,

2020 წლის 11 თვეში, იანვრიდან ნოემბრის ჩათვლით სულ რეგისტრირებულია თვითმკვლელობამდე მიყვანის 1937 შემთხვევა.

2019 წელს (იანვრიდან დეკემბრის ჩათვლით) რეგისტრირებული იყო 1727 შემთხვევა. შინაგან საქმეთა სამინისტრო 115-ე მუხლით იწყებს გამოძიებას გარდაცვალების ან სუიციდის მცდელობის ყველა შემთხვევაზე, სადაც პირს ძალადობის ნიშნები არ აქვს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]