weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

საქართველოში კორონავირუსის 723 ახალი შემთხვევა დადასტურდა

12:38 ხუთშაბათი, 28 იანვარი 2021

ბოლო 24 საათში საქართველოს მასშტაბით კორონავირუსზე 18 000 ტესტი ჩატარდა, რის შედეგადაც ინფიცირების 723 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. დღე-ღამის განმავლობაში გამოჯანმრთელდა 932 ინფიცირებული, ხოლო 19 გარდაიცვალა.

723 ახალი შემთხვევიდან თბილისში გამოვლენილია 321 შემთხვევა, აჭარაში – 33, იმერეთში – 121 , ქვემო ქართლში – 27, შიდა ქართლში – 52, გურიაში – 9, სამეგრელო-ზემო სვანეთში – 78, კახეთში – 42, მცხეთა-მთიანეთში – 16, სამცხე-ჯავახეთში – 23, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში – 1.

ამ ეტაპზე ინფიცირების 6675 აქტიური შემთხვევაა, საიდანაც 2770 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, 3559 – საცხოვრებელ ბინაზეა დატოვებული, ხოლო  346 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში.

მძიმეა 662 პირის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომელთაგან 171 ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება.

საქართველოში პანდემიის დაწყებიდან (2020 წლის 26 თებერვალი) დღემდე, კორონავირუსი სულ 256 287 ადამიანს დაუდასტურდა, მათგან უკვე გამოჯანმრთელდა 246 459 პაციენტი, ხოლო 3127 გარდაიცვალა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]