weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

დეკანოზი თადეოზ სარალიძე საეკლესიო სასჯელის სახით მონასტერში განამწესეს

21:36 პარასკევი, 29 იანვარი 2021
ფოტოზე დეკანოზი თადეოზ სარალიძე ფოტოზე დეკანოზი თადეოზ სარალიძე

დეკანოზი თადეოზ სარალიძე, რომელმაც საკვირაო ქადაგების დროს სიძულვილის ენის შემცველი განცხადებები გააკეთა, მონასტერში გაგზავნით დაისაჯა. ამის შესახებ განცხადებას საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქო ავრცელებს.

„საზოგადობაში არსებული ინტერესიდან გამომდინარე, დამატებით გაცნობებთ, რომ ჭიათურისა და საჩხერის ეპარქიის მღვდელმსახურს, დეკანოზ თადეოზ სარალიძეს დაედო საეკლესიო სასჯელად (ეპიტიმია) მონასტერში განწესება გარკვეული ვადით“, – აცხადებენ საპატრიარქოში.

24 იანვარს, მღვიმევის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძარში ქადაგების დროს დეკანოზმა თადეოზ სარალიძემ სომხების მიმართ შეურაცხმყოფელი განცხადებები გააკეთა. გარდა ამისა, მან ბავშვებთან დაკავშირებით თქვა, რომ მთავარია, ისინი ეკლესიის ერთგულნი იყვნენ და ქვეყანას გამოადგნენ, ხოლო თუ „უმაქნისები“ იქნებიან, სჯობს პატარები მოკვდნენ და სასუფეველში მოხვდნენ.

ჭიათურისა და საჩხერის ეპარქიის მიტროპოლიტმა, მეუფე დანიელმა (დათუაშვილი) განაცხადა, რომ დეკანოზის ქადაგება სრულიად შეუფერებელი იყო სახარებისეული სწავლებისთვის და ეპარქია მას შესაბამის სასჯელს დააკისრებდა.

მოგვიანებით ჭიათურისა და საჩხერის ეპარქიამ დეკანოზის წერილი გაავრცელა, რომლითაც ის შენდობა სთხოვდა თავის მღვდელმთავარს, პატრიარქსა და საზოგადოებას.

„მე, დეკანოზი თადეოზი სარალიძე, ვითხოვ შენდობას ჩემი მღვდელმთავრისგან იმის გამო, რომ ვიქადაგე ისეთ თემებზე, რომლებზეც არ მქონდა მისი ლოცვა-კურთხევა. მოძღვარი უფლებამოსილია, ეკლესიაში იქადაგოს მხოლოდ სახარებისა და საეკლესიო დღესასწაულების განმარტება.

ეს ქადაგება, რომელიც იყო არაკორექტული, გავიდა სოციალურ ქსელებში და დიდი შეშფოთება გამოიწვია საზოგადოებაში. ვაღიარებ, რომ შეცდომები დაშვებული იყო ეროვნული, სოციალური და პედაგოგიური კუთხით, რისთვისაც შენდობას ვითხოვ ჩემი პატრიარქისა და მთელი საზოგადოებისგან“, – განაცხადა დეკანოზმა თადეოზ სარალიძემ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]