weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

მელაშვილსა და ილიჩოვას მოუწევთ ციხეში დაბრუნება, რომელიც დატოვეს – პროკურორი

09:48 შაბათი, 30 იანვარი 2021

გენერალური პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის საპროკურორო ზედამხედველობის სამმართველოს უფროსმა ამირან გულიაშვილმა ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას გირაოთი გათავისუფლებასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა. პროკურორის თქმით, გათავისუფლება არ ნიშნავს, რომ ისინი სასამართლომ გაამართლა.

„აღკვეთის ღონისძიების დროებით შეცვლა არ არის გამართლება. ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა სასამართლოს არ გაუმართლებია, მათი საქმის განხილვა ჯერ არც კი დაწყებულა. ეს პროცესი წარიმართება, ბრალდების მხარე გამოიკვლევს უტყუარ მტკიცებულებებს და ჩვენი პოზიცია, რომელიც მტკიცებულებებით არის გამყარებული, უდავოდ გამოიწვევს იმ მოცემულობას, რომ მათ, ისევ მოუწევთ დაბრუნება იმ დაწესებულებებში, რომლებიც გუშინ დატოვეს.

ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა ბრალდების მხარის მიერ მოპოვებული და მომავალში სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებების საფუძველზე, აუცილებლად მოიხდიან სასჯელს იმ დანაშაულისთვის, რაც მათ რეალურად ჩაიდინეს“, – განაცხადა გულუაშვილმა.

მისივე თქმით, ივერი მელაშვილსა და ნატალია ილიჩვას ბრალად ედებათ ძალიან მძიმე დანაშაული.

„ეს არის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 308-ე მუხლი, რომლის პირველი ნაწილი ისჯება 10-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთით და რომელიც გულისხმობს საქართველოს ტერიტორიის საქართველოს საერთო სივრციდან გამოყოფის საფრთხის შექმნას. იმისთვის, რომ დანაშაული სახეზე იყოს, არ არის აუცილებელი ტერიტორიის ფაქტობრივი დაკარგვა. სამართლებრივად იმდენად მაღალი ღირებულებაა ქვეყნის ტერიტორია, რომ კანონი მას იცავს საფრთხის შექმნის დონეზეც კი. შესაბამისად, ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას ქმედებებმა გამოიწვია ტერიტორიების დაკარგვის საფრთხის შექმნა და მისი სხვა სახელმწიფოსათვის გადაცემის. ამაში გამოიხატება მათი ბრალეულობა“, – განაცხადა პროკურორმა.

ამირან გულიაშვილის თქმით, პროკურატურა სისხლისსამართლებრივი დევნის ფარგლებში, უკომპრომისო იქნება ყველა იმ ადამიანის მიმართ, ვინც ამა თუ იმ ფორმით მონაწილეობდა დანაშაულში.

„აქ აღსანიშნავია ის პირები, ვინც დავალებებს იძლეოდნენ საქართველოს ტერიტორიის საწინააღმდეგოდ“, – განაცხადა პროკურორმა.

ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა 2020 წლის 7 ოქტომბერს დააკავეს და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდეს. 2021 წლის 21 იანვარს პროკურატურამ განაცხადა, რომ საქმეზე გამოძიება დასრულდა და დადგინდა, რომ ბრალდებულები საქართველო-აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის პროცესში ზემდგომი თანამდებობის პირების დავალებით მოქმედებდნენ.

28 იანვარს, თბილისის საქალაქო სასამართლომ ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიება გირაოთი შეუცვალა. სასამართლომ, პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, მელაშვილი და ილიჩოვა ოთხთვიანი პატიმრობის შემდეგ 20-20 ათასი ლარის ოდენობის გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.

ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას გათავისუფლება ოპოზიციის ერთ-ერთი მოთხოვნა იყო, რომელსაც „ქართულ ოცნებასთან“ მოლაპარაკებების დროს აყენებდა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]