weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

Pfizer-ის ვაქცინის პირველი დოზები თებერვლის ბოლომდე შემოვა – გახარია

18:19 შაბათი, 30 იანვარი 2021

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია აცხადებს, რომ Pfizer-ის ვაქცინის პირველი დოზები საქართველოში თებერვლის ბოლომდე შემოვა და ეროვნული გეგმის შესაბამისად, ვაქცინის მიღებისთანავე, მედპერსონალის ვაქცინაცია დაიწყება.

„მადლობა ჩვენი ქვეყნისა და პირადად ჩემს მეგობარს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურ დირექტორს, ტედროს ადანომ გებრეისუსს საქართველოს უპრეცედენტო მხარდაჭერისთვის“, – ნათქვამია გახარიას განცხადებაში, რომელიც მის ოფიციალურ Facebook-ის გვერდზე გამოქვეყნდა.

უცნობია, Pfizer-ის ვაქცინის რამდენი დოზის შემოტანა იგეგმება თებერვლის ბოლომდე.

მთავრობის მიერ დამტკიცებული ვაქცინაციის ეროვნული გეგმის მიხედვით, ვაქცინაციის პირველ სამიზნე ჯგუფში სამედიცინო მუშაკები არიან, რომელთა რაოდენობა 71 ათასია. პირველ ეტაპზე 46 ათასი ჯანდაცვის მუშაკის აცრა იგეგმება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]