weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორად ილია კვაღინიძე დაინიშნა

12:10 ორშაბათი, 01 თებერვალი 2021

შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის თანამდებობა მერაბ ბერძენიშვილმა დატოვა და შს მინისტრ ვახტანგ გომელაურის ბრძანებით, მის ნაცვლად ილია კვაღინიძე დაინიშნა. ახალი ხელმძღვანელი თანამშრომლებს შს მინისტრის მოადგილემ ვლადიმერ ბორცვაძემ წარუდგინა.

ილია კვაღინიძეს 2020 წლის მაისიდან ამ დრომდე შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის თანამდებობა ეკავა. 2019 წლის აგვისტოდან 2020 წლის მაისამდე ის ცენტრალური კრიმინლური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა სამმართველოს უფროსი იყო, ხოლო მანამდე, 2019 წლის იანვრიდან ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილის თანამდებობა ეკავა. 

ილია კვაღინიძეს ქონებრივი დეკლარაცია, სადაც მისი თანამდებობაა მითითებული, მხოლოდ 2020 წლის ბოლოს აქვს შევსებული.

ილია კვაღინიძე 1983 წელს გორშია დაბადებული. როგორც ადგილობრივი გამოცემა Qartli.ge წერს, ხელისუფლებაში „ქართული ოცნების“ მოსვლამდე ის კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის (კუდ) თანამშრომელი იყო და 2012 წელს ოპოზიციაზე კონტროლი და მეთვალყურეობდა ჰქონდა დავალებული.

შინაგან საქმეთა სამინისტროში განმარტავენ, რომ ბოლო დღეებში პოლიციის დეპარტამენტებში განხორციელებული საკადრო ცვლილებების მიზანი საპოლიციო საქმიანობის ეფექტიანობის ამაღლება, ქვეყნისა და მოქალაქეებისთვის მაქსიმალურად უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფაა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]