weather cur horoscope tv
დეკემბერი 06, 2021

„კოვიდ 19“-ის 240 ახალი შემთხვევიდან 86 თბილისშია, 37 – იმერეთში, 28 – სამეგრელო-ზემო სვანეთში

12:35 ორშაბათი, 01 თებერვალი 2021 hits 463

ბოლო 24 საათში საქართველოში გამოვლენილი კორონავირუსის 240 ახალი შემთხვევიდან ყველაზე მეტი – 86 შემთხვევა – თბილისში ფიქსირდება. რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი ერთადერთი რეგიონია, სადაც ინფიცირების ახალი შემთხვევა არ დადასტურებულა.

მთავრობის უწყებათაშორისი საბჭოს ინფორმაციით, ინფიცირების ახალი შემთხვევების რაოდენობა დანარჩენი რეგიონების მიხედვით ასეთია: იმერეთი – 37, სამეგრელო-ზემო სვანეთი – 28, შიდა ქართლი – 21, ქვემო ქართლი – 19, კახეთი – 17, აჭარა – 15, სამცხე-ჯავახეთი – 8, მცხეთა-მთიანეთი – 6, გურია – 3.

დღეს საქართველოში „კოვიდ 19“-ით ინფიცირების 5422 აქტიური შემთხვევაა. აქედან 2676 პაციენტი მკურნალობს საავადმყოფოში, 2478 პირი მკურნალობის კურსს ბინაზე გადის, ხოლო 268 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში. მძიმეა 569 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა, მათ შორის, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 162 პირი.

დღეისთვის, საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 474 ადამიანი, ხოლო 15 689 თვითიზოლაციაშია.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]