weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

2020 წელს გურჯაანში რეაბილიტაცია 11 სკოლას ჩაუტარდა

14:27 ორშაბათი, 01 თებერვალი 2021

2020 წელს გურჯაანის მუნიციპალიტეტში მდებარე 11 საჯარო სკოლის რეაბილიტაცია განხორციელდა. სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან, ადგილობრივი ბიუჯეტის თანამონაწილეობით, ჩატარდა, რისთვისაც ჯამში 745 000 ლარი დაიხარჯა.

რეაბილიტირებული იქნა ქალაქ ურჯაანის პირველი, მეორე და მესამე საჯარო სკოლები, ასევე, ველისციხის, ჩალაუბნის, არაშენდის, ვაზისუბნის, ჯიმითის, ვაჩნაძიანის, ჭერემის და ახაშნის სკოლები. ამასთან, გასულ წელს, სოფელ ზემო კაჭრეთში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ახალი საჯარო სკოლა აშენდა.

დღეიდან, პირველი თებერვლიდან, გურჯაანის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებში სწავლა სასწავლო ოთახებში განახლდა.

[R] გურჯაანის მერიის ინფორმაცია

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]