weather cur horoscope tv
დეკემბერი 28, 2024

ალბათ ყველაზე ბოლოს კომენდანტის საათს მოვხსნით – პაატა იმნაძე

21:49 ორშაბათი, 01 თებერვალი 2021

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის, პაატა იმნაძის განცხადებით, კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვებიდან, სავარაუდოდ, ყველაზე ბოლოს ღამის საათებში გადაადგილების შეზღუდვა გაუქმდება.

„ალბათ ყველაზე ბოლოს მოვხსნით კომენდანტის საათს. ქართველები ვართ. მაგალითად, მე ძალიან მომენატრა ჩემი მეგობრების ნახვა. წელიწადი გავიდა ჩემს მეგობრებთან ერთად საღამოს არ ვყოფილვარ არსად. შორ მანძილზე ქეიფზე ვლაპარაკობ, თორემ ახლო მანძილზე... ყველა ამ ქალაქში ვცხოვრობთ და არ ვიცით, რომ მეზობლები ერთმანეთთან გადადიან-გადმოდიან? მაგრამ მეზობლებში რომ გადახვალ, ერთ კლასტერი ჩამოყალიბდება სამეზობლოში, გავრცელება იქნება პატარა გეოგრაფიულ არეალში. რომ დაჯდები საღამოს 9 საათზე, წახვალ მეგობართან, ნათესავთან ქალაქის ერთი ბოლოდან მეორეში, ჩაჯდები და იქიდან წამოხვალ, ინფექცია გავრცელდება გაცილებით დიდ გეოგრაფიულ არეალში. ქართველები არ ვართ, ამ ქვეყანაში არ ვცხოვრობთ, თუ რა უნდა ავხსნა?!

არ მგონია, კომენდანტის საათი აპრილშიც გაგრძელდეს. ვნახოთ, ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, როგორ დავიცავთ წესებს“, – განაცხადა იმნაძემ „პალიტრანიუსის“ ეთერში.

იმნაძის სიტყვებით, ძალიან კარგად ესმის ყველას პრობლემა, მაგრამ უფრო მეტად მესმის იმ ადამიანების, ვინც დღეს სუნთქვის აპარატზეა შეერთებული და სიცოცხლისთვის იბრძვის.

„ძალიან ბევრი რამ გაიხსნა ქვეყანაში. ერთი კვირა დავაკვირდებით, როგორი იქნება მონაცემები და ამის შემდგომ შეგვეძლება ვთქვათ, შეიძლება თუ არა რაღაცების გადმოტანა და უფრო ადრე გახსნა, ვიდრე ეს დაგეგმილია. იქით კვირის ბოლოს გვეცოდინება, სტაბილურობა როგორია. ჩვეულებრივ, რაღაცას რომ გახსნი, ორი კვირა სჭირდება იმისთვის, რომ შედეგი დავინახოთ. ეს კვირა გვაჩვენებს ტენდენციას, ხოლო შემდეგი კვირა - გახსნის შედეგებს ეპიდემიოლოგიურ სიტუაციაზე“, – განაცხადა პაატა იმნაძემ.

მესამე თვე დაიწყო, რაც საქართველოში კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით ე.წ. კომენდანტის საათი მოქმედებს - აკრძალულია საჯარო სივრცეში გადაადგილება (როგორც ქვეითად, ისე სატრანსპორტო საშუალებით) ღამის 9 საათიდან დილის 5 საათამდე. ამ შეზღუდვის დარღვევისთვის ჯარიმა ფიზიკური პირებისთვის 2000 ლარია, ხოლო იურიდიული პირების შემთხვევაში – 10 ათასი.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]