ქვეყანაში პანდემიის დაწყებიდან (2020 წლის 26 თებერვალი) დღემდე, კორონავირუსი სულ 259 209 ადამიანს დაუდასტურდა, რომელთაგან 250 289 უკვე გამოჯანმრთელებულია. ვირუსს ჯამში 3208 პირი ემსხვერპლა.
ამ ეტაპზე საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 5686 აქტიური შემთხვევაა, საიდანაც 2520 ადამიანი საავადმყოფოში მკურნალობს.
გუშინ საქართველოში „კოვიდ 19“-ის 240 შემთხვევა დადასტუდა, ხოლო გუშინ წინ, 31 იანვარს – 479 ახალი შემთხვევა.