ფორუმის ძირითადი მიზანია ახალგაზრდულ არასამთავრობო ორგანიზაციებს შორის ურთიერთობის განვითარება და გადაწყვეტილების მიღების პროცესში არასამთავრობო სექტორის მონაწილეობის უზრუნველყოფა.
ფორუმზე მიწვეულნი არიან: ახალგაზრდული არასამთავრობო ორგანიზაციები; საერთაშორისო ორგანიზაციები; სახელმწიფო ორგანიზაციები; ახალგაზრული პოლიტიკის საკითხებზე მომუშავე ექსპერტები.
სამუშაო ფორმატი მოიცავს პრეზენტაციებს, პლენარულ დისკუსიებს, მუშაობას ჯგუფებში, საერთო დისკუსიას. ორგანიზაციების გამოფენა გაიმართება „ღია სივრცის" მეთოდით, სადაც დასწრების შესაძლებლობა ექნება ყველა დაინტერესებულ მსურველს.
ფორუმში მონაწილეობა შეუძლია ნებისმიერ რეგისტრირებულ ახალგაზრდულ არასამთავრობო ორგანიზაციას. განაცხადების რეგისტრაცია მიმდინარეობს 2017 წლის 7 სექტემბრის ჩათვლით.
განაცხადის ელექტრონული ფორმა შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ბმულზე
თითო ორგანიზაციიდან შესაძლებელია დარეგისტრირდეს მხოლოდ ერთი წარმომადგენელი. ასევე, ფორუმზე დაიშვებიან მხოლოდ დარეგისტრირებული მონაწილეები.
ახალგაზრდული ორგანიზაციების გამოფენაზე დასწრება თავისუფალია.
საქართველოს ახალგაზრდული ორგანიზაციების მე-8 ფორუმი გაიმართება შემდეგ მისამართზე: თბილისი, ა. წერეთლის გამზირი 118, საგამოფენო ცენტრი „ექსპო ჯორჯია"-ს მესამე პავილიონი.
ფორუმზე მიწვეული იქნებიან მხოლოდ იმ ორგანიზაციების წარმომადგენლები, რომელთა სიაც იქნება მოცემული ამავე ბლოგის გვერდზე "მონაწილეთა სია". საბოლოო სია გამოქვეყნდება 2017 წლის 8 სექტემბერს.
განაცხადის ელექტრონული ფორმა შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ბმულზე