weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

2020 წელს საქართველოში ავტოავარიების შედეგად 450 ადამიანი დაიღუპა

16:44 სამშაბათი, 02 თებერვალი 2021

გასულ წელს საქართველოში ავტოავარიების შედეგად 450 ადამიანი დაიღუპა, 6640 კი დაშავდა. სტატისტიკური მონაცემები შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოაქვეყნა.

სტატისტიკის თანახმად, 2020 წელს ქვეყანაში 4999 საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა დაფიქსირდა, აქედან პირველ კვარტალში – 1236 (დაიღუპა 134 ადამიანი), მეორე კვარტალში – 1034 (დაიღუპა 69 ადამიანი), მესამე კვარტალში – 1437 (დაიღუპა 134 ადამიანი), ხოლო მეოთხე კვარტალში 1292 შემთხვევა (დაიღუპა 113 ადამიანი).

2019 წელს საქართველოში 7480 ავტოსაგზაო შემთხვევა იყო აღრიცხული, რის შედეგადაც 7921 ადამიანი დაშავდა, 481 კი დაიღუპა.

ავტოსაგზაო შემთხვევევის რაოდენობის შემცირება შესაძლოა კოონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით ქვეყანაში დაწესებულ შეზღუდვებს უკავშირდებოდეს. 31 მარტიდან 23 მაისამდე პერიოდში, ქვეყანაში ე.წ. კომენდანტის საათი მოქმედებდა. 9 ნოემბრიდან, დიდ ქალაქებში (თბილისში, ქუთაისში, ბათუმში, რუსთავში, ზუგდიდში, გორსა და ფოთში) 22:00 საათიდან დილის 05:00 საათამდე გაადაადგილებაზე შეზღუდვები დაწესდა, რაც 28 ნოემბრიდან ერთი საათით გაიზარდა და ეს შეზღუდვა მთელს ქვეყანაზე გავრცელდა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]