„ჯვარიდან რომ წამოვიდეს სახანძრო, 70 კილომეტრია. იგივე მანძილია მესტიიდან. ვიდრე ჩამოვა, ნაცარტუტად იქცა ამხელა სახლ-კარი. ერთი პუნქტი არ უნდა არსებობდეს ამხელა ტერიტორიაზე, სადაც სახანძრო მანქანა იქნება? ეს, ალბათ, სვანეთში მე-12 სახლია, რომლის დაწვასაც ვუყურებ და სადაც ვერასდროს ვერ მიაღწია სახანძრომ“, – ამბობს ადგილობრივი დათო ნავერიანი.
ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები ამ დრომდე მიმდინარეობს. როგორც „რეგინფოსთან“ საუბარში ადგილობრივები ამბობენ, არსებობდა ხანძრის სხვა სახლზე გავრცელების საფრთხე, რაც საკუთარი ძალებით აიცილეს თავიდან. მათივე თქმით, იმ დროს, როდესაც სახანძრო მივიდა, სახლი უკვე დამწვარი, ცეცხლი კი შენელებული იყო. ადგილობრივები სახანძრო-სამაშველო სერვისზე ხელმისაწვდომობას ითხოვენ.
წინასწარი ინფორმაციით, ხანძარი სხვენში, ელექტროგაყვანილობიდან გაჩნდა.