პანდემიის დაწყებიდან (2020 წლის 26 თებერვალი) დღემდე, საქართველოში კორონავირუსი სულ 259 897 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 251 077 გამოჯანმრთელებულია. ვირუსს ჯამში 3221 პირი ემსხვერპლა. ამ ეტაპზე, ქვეყანაში კოვიდინფიცირების 5573 მიმდინარე აქტიური შემთხვევაა.
გუშინ, 2 თებერვალს, 24 საათში ჩატარებული 17 271 ტესტიდან კორონავირუსი 858 ადამიანს დაუდასტურდა. პირველ თებერვალს, 9056 ტესტიდან 240 კოვიდ-დადებითი იყო, ხოლო 31 იანვარს – 12 700 ტესტმა 479 ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოავლინა.