weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

რესტორანში რისკი მაღალია, რადგან ადამიანი ნიღაბს ვერ იყენებს – თამარ გაბუნია

13:05 ოთხშაბათი, 03 თებერვალი 2021

„რისკი რესტორანში შეფასებულია გლობალურად და ამასთან დაკავშირებით არსებობს მტკიცებულება, რომ რისკი არის მაღალი, რადგან რესტორანში ადამიანი ვერ იყენებს ნიღაბს, რაც დაცვის მთავარი საშუალებაა“, – ასე უპასუხა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ ჟურნალისტის შეკითხვას, რატომ არ იხსნება რესტორნები მაშინ, როდესაც მფლობელები ამბობენ, რომ ყველა რეგულაციას დაიცავენ.

გაბუნიას თქმით, პირველ რიგში, გახსნა შეეხება იმ აუცილებელ, ბაზისურ სერვისს, რაც საზოგადოების უდიდესი ნაწილისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

„ეს არის საზოგადოებრივი ტრანსპორტი. შემდეგ ამას ეტაპობრივად მოჰყვება სკოლა. თუ ჩვენ თანმიმდევრობაზე ვსაუბრობთ, ეს არის ლოგიკური თანმიმდევრობა, რაც რისკების მიუხედავად, ეტაპობრივად უნდა გადავანაწილოთ და ასე გავყვეთ. სწორედ ასეც არის დაგეგმილი.

როდესაც ცნობილია რისკის მაღალი დონე, ამ შემთხვევაში ასეთი ტიპის ექსპერიმენტირება სრულიად დაუშვებელია. ეტაპობრივი, თანმიმდევრული და მეცნიერულად დასაბუთებული მიდგომები არის მისაღები, რასაც ჩვენ გახსნის პროცესში ვიყენებთ. გახსნა მდგრადი უნდა იყოს. დღეს გახსნა და ხვალ დასაკეტი გაგვიხდეს, ეს ყველაფერი ადამიანის სიცოცხლე უკავშირდება, ამიტომ, ასეთი ტიპის დაშვებები აბსოლუტურად მიუღებელია“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.

გუშინ „საქართველოს გასტრონომიის ასოციაციის“ დირექტორმა, ლევან ქოქიაშვილმა გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ დაწესებული შეზღუდვების მიუხედავად, 6 თებერვალს, რესტორნები გაიხსნება. ქოქიაშვილის თქმით, რესტორნების მფლობელები სრულად იზიარებენ ამ გადაწყვეტილების ყველა ასპექტს.

ეკონომიკის მინისტრის, ნათია თურნავას თქმით, წესების დაუმორჩილებლობას ხელისუფლების მხრიდან მკაცრი რეაქცია მოჰყვება. როგორც ეკონომიკის მინისტრი ამბობს, რესტორნების თვითნებური გახსნა მთავრობასა და ამ ბიზნესს შორის დიალოგსაც გაართულებს.

 

ამ თემაზე:

კორონავირუსის 688 ახალი შემთხვევიდან 295 თბილისშია, 126 – იმერეთში

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]