weather cur horoscope tv
ნოემბერი 24, 2024

კახეთის გუბერნატორმა და გურჯაანის მერმა საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია დაათვალიერეს

14:22 ოთხშაბათი, 03 თებერვალი 2021

კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელი, ირაკლი შიოშვილი და გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერი, არჩილ ხანდამაშვილი სოფელ გურჯაანში საბავშვო ბაღის სარეაბილიტაციო სამუშაოებს ადგილზე გაეცნენ.

როგორც არჩილ ხანდამაშვილმა განაცხადა, 50 ბავშვზე გათვლილი საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია დასკვნით ეტაპზეა, პროექტის ჯამური ღირებულება კი 75 000 ლარს შეადგენს.

„გურჯაანის მუნიციპალიტეტის მასშტაბით მიმდინარე წელს 18 საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია ხორციელდება, სამუშაოები ძირითადად სველი წერტილებისა და სამზარეულო ოთახების კეთილმოწყობას მოიცავს“, – აღნიშნა არჩილ ხანდამაშვილმა.

ირაკლი შიოშვილის თქმით, ამ ეტაპზე, რეგიონში 70-მდე საბავშვო ბაღის ნაწილობრივი რეაბილიტაცია და 4 ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა მიმდინარეობს. მისივე განცხადებით, 2020 წელს კახეთში 15 საბავშვო ბაღის სრული რეაბილიტაცია განხორციელდა.

[R] გურჯაანის მერიის ინფორმაცია

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]