weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

16 605 ტესტიდან კორონავირუსის 583 ახალი შემთხვევა დადასტურდა

11:00 ხუთშაბათი, 04 თებერვალი 2021

ბოლო 24 საათში, საქართველოში კორონავირუსზე 16 605 ტესტი ჩატარდა, რის შედეგადაც ინფიცირების 583 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. დღე-ღამის განმავლობაში გამოჯანმრთელდა 671 ადამიანი, ხოლო 19 გარდაიცვალა.

მთავრობის სპეციალური ვებ-გვერდის, Stopcov.ge-ის მონაცემებით, დადებითობის დღიური მაჩველებელი 3.51%-ია, ბოლო 7 დღის – 3.79%, ხოლო ბოლო 14 დღის – 4.41%,

საქართველოში პანდემიის დაწყებიდან (2020 წლის 26 თებერვალი) დღემდე კორონავირუსი სულ 260 480 ადამიანს დაუდასტურდა. მათგან 251 748 გამოჯანმრთელდა, 3240 კი გარდაიცვალა.

3 თებერვალს, 24 საათის განმავლობაში ჩატარებული 15 792 ტესტიდან ინფიცირების 688 ახალი შემთხვევა დადასტურდა, 2 თებერვალს, 17 271 ტესტიდან 858 შემთხვევა გამოვლინდა, პირველ თებერვალს, 9056 ტესტიდან 240-ის პასუხი იყო დადებითი, ხოლო 31 იანვარს – 12 700 ტესტიდან 479 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]