weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

გურჯაანის მუნიციპალიტეტში სამაცივრე მეურნეობების მშენებლობა 2-ჯერ გაიზარდა

14:03 ხუთშაბათი, 04 თებერვალი 2021

გურჯაანის მუნიციპალიტეტში სამაცივრე მეურნეობების გაფართოება აქტიურად მიმდინარეობს. გასულ წელს, სოფელ ჩუმლაყში 18 სამაცივრე მეურნეობა ფუნქციონირებდა, რომელსაც წელს 10-მდე ახალი სამაცივრე ემატება.

გურჯაანის მერი არჩილ ხანდამაშვილი სოფელ ჩუმლაყში ახალი სამაცივრე მეურნეობების მშენებლობის პროცესს გაეცნო.

შპს „გოლდ კახეთი“ 2020 წელს 160 ტონა ტევადობის სამაცივრე მეურნეობას ამუშავებდა, რომელიც შეღავათიანი აგროკრედიტით და სახელმწიფო გრანტის დაფინანსებით ააშენა. წელს, მეპატრონე ოლეგ ჯავახიშვილი სამაცივრე მეურნეობას აფართოებს და ატმის სეზონს 300 ტონა მოცულობის სამაცივრეთი დაიწყებს. ამასთანავე, ოლეგ ჯავახიშვილი სასადილო დარბაზს და მოსასვენებელ ოთახებსაც აშენებს, რომლითაც ექსპორტიორები და სამაცივრეში დასაქმებული ადამიანები ისარგებლებენ.

ახალ სამაცივრეს აშენებს ი/მ თეიმურაზ სონღულაშვილი, რომელსაც, წინა სეზონზე, სამაცივრე მეურნეობა ქირით ჰქონდა აღებული. წელს მან გადაწყვიტა საკუთარი, 200-ტონიანი სამაცივრეს აშენება, რისთვისაც შეღავათიანი აგროკრედიტით ისარგებლა.

„სამაცივრე მეურნეობების გაფართოვება მნიშვნელოვანია არა მხოლოდ გურჯაანის მუნიციპალიტეტის, არამედ მთელი კახეთის მოსახლეობისთვის, რადგან აქ სეზონზე თითქმის ყველა მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები არიან დასაქმებული. ჩუმლაყში, სამაცივრე მეურნეობების მზარდი მშენებლობები ადგილობრივი ეკონომიკის გაუმჯობესებას უწყობს ხელს. აღსანიშნავია ისიც, რომ სამაცივრეების გაორმაგებული რაოდენობა პირდაპირაა დაკავშირებული მოსავლის გაზრდილ ექსპორტთან, რაც პირველ რიგში ატმისა და ვაშლატამის ფასზე აისახება“,– აღნიშნა არჩილ ხანდამაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ გასულ წელს გურჯაანის მუნიციპალიტეტში სრული დატვირთვით 22 სამაცივრე მეურნეობა მუშაობდა, წელს კი მათი რაოდენობა თითქმის ორჯერ გაიზარდა.

2020 წლის მონაცემებით, ექსპორტზე 26 000 ტონაზე მეტი ატამი გავიდა, რაც 2019 წელთან შედარებით თითქმის ორჯერ მეტია.

[R] გურჯაანის მერიის ინფორმაცია

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]