შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სიჩქარის სექციური კონტროლის სისტემები ამოქმედდა შემდეგ ადგილებზე:
- თბილისი-ბაკურციხე-ლაგოდეხის 21-ე კილომეტრიდან (ვაზიანის გადასახვევი, მიმართულება საგარეჯო) – თბილისი-ბაკურციხე-ლაგოდეხის 28-ე კილომეტრამდე (გომბორის გადასახვევი). ნებადართული სიჩქარე 80 კმ/სთ.
- თბილისი-ბაკურციხე-ლაგოდეხის 28-ე კილომეტრიდან (გომბორის გადასახვევი I, მიმართულება საგარეჯო) – თბილისი-ბაკურციხე-ლაგოდეხის 33-ე კილომეტრამდე (სართიჭალის შესასვლელი). ნებადართული სიჩქარე 80 კმ/სთ.
- თბილისი-ბაკურციხე-ლაგოდეხის 28-ე კილომეტრიდან (გომბორის გადასახვევი II, მიმართულება საგარეჯო) – თბილისი-ბაკურციხე-ლაგოდეხის 33-ე კილომეტრამდე (სართიჭალის შესასვლელი). ნებადართული სიჩქარე 80 კმ/სთ.
- თბილისი-ბაკურციხე-ლაგოდეხის 33-ე კილომეტრიდან (სართიჭალის შესასვლელი, მიმართულება საგარეჯო) – თბილისი-ბაკურციხე-ლაგოდეხის 35-ე კილომეტრამდე (სართიჭალის გასასვლელი). ნებადართული სიჩქარე 60 კმ/სთ.
- თბილისი-ბაკურციხე-ლაგოდეხის 35-ე კილომეტრიდან (სართიჭალის შესასვლელი, მიმართულება თბილისი) – თბილისი-ბაკურციხე-ლაგოდეხის 33-ე კილომეტრამდე (სართიჭალის გასასვლელი). ნებადართული სიჩქარე 60 კმ/სთ.
- თბილისი-ბაკურციხე-ლაგოდეხის 33-ე კილომეტრიდან (სართიჭალის გასასვლელი, მიმართულება თბილისი) – თბილისი-ბაკურციხე-ლაგოდეხის 28-ე კილომეტრამდე (გომბორის გადასახვევი). ნებადართული სიჩქარე 80 კმ/სთ.
- თბილისი-ბაკურციხე-ლაგოდეხის 28-ე კილომეტრიდან (გომბორის გადასახვევი, მიმართულება თბილისი) – თბილისი-ბაკურციხე-ლაგოდეხის 21-ე კილომეტრამდე (ვაზიანის გადასახვევი). ნებადართული სიჩქარე 80 კმ/სთ.
როგორც შსს-ში აცხადებენ, საქართველოს მასშტაბით 1185 კილომეტრი საავტომობილო გზა კონტროლდება სიჩქარის სექციური კონტროლის სისტემით.