შემთხვევის ადგილზე კრიმინალური პოლიციის თანამშრომლები იმყოფებიან. არსებული ინფორმაციით, სავარაუდო დამნაშავე დაკავებულია.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მომხდართან დაკავშირებით ოფიციალური განცხადება ჯერ არ გაუვრცელებია. ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ცნობით, მკვლელობის მოტივად შურისძიება სახელდება. მათივე ცნობით, 45 წლამდე მამაკაცს ოთხი ჭრილობა მიაყენეს.