მთავრობის სპეციალური ვებ-გვერდის Stopcov.ge-ის მონაცემებით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი 3.2%-ია, ბოლო 7 დღის – 3.75%, ხოლო ბოლო ორი კვირის – 4.2%.
საქართველოში პანდემიის დაწყებიდან (2020 წლის 26 თებერვალი) დღემდე, კორონავირუსით სულ 261 018 ადამიანი დაინფიცირდა, მათგან 252 246 გამოჯანმრთელდა, 3258 კი – გარდაიცვალა.
დღეს ქვეყანაში კოვიდ-ინფიცირების 5488 აქტიური შემთხვევაა.