კახეთის რეგიონში სპორტული ინფრასტრუქტურის მოწესრიგებისა და ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაციის მიზნით, სახელმწიფო და ადგილობრივი ბიუჯეტის ფარგლებში, 10-მდე მინი სპორტული სტადიონის მშენებლობა განხორციელდა.
ასევე, დასრულდა საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ბადიაურში ახალი სპორტული დარბაზის მოწყობა. ამჟამად, მიმდინარეობს ყვარლის მუნიციპალიტეტში, სოფელ ახალსოფლის მულტიფუნქციური სპორტული კომპლექსის მშენებლობა.
სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, კახეთის რეგიონის მასშტაბით 30-მდე სპორტული მოედანი და დარბაზი მოეწყო.
[R] გურჯაანის მერიის ინფორმაცია