მიწისძვრა განჯიდან 59 კილომეტრში, ადგილობრივი დროით 19:36 იყო.
მიწისძვრის შესახებ ინფორმაცია გაავრცელა დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნულმა ცენტრმაც. ამ დროისთვის, ცენტრის ვებ-გვერდზე არსებული ინფორმაციით, მიწისძვრა სომხეთში, საქართველოდან 79-81 კილომეტრის მოშორებით სამჯერ განმეორდა, რამდენიმეწუთიანი ინტერვალით: პირველად, 19:36 საათზე, 5.2 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა დაფიქსირდა, მეორედ, 19:44 საათზე, სიმძლავრემ 3.8 მაგნიტუდა შეადგინა, ხოლო მესამედ, 19:48 საათზე ბიძგების სიმძლავრე 4.2 მაგნიტუდა იყო.