weather cur horoscope tv
აპრილი 26, 2024

დიდთოვლობის გამო გოდერძის უღელტეხილზე ავტომანქანები ჩარჩნენ

21:44 პარასკევი, 05 თებერვალი 2021

ბათუმი-ახალციხის საავტომობილო გზის 32-ე კილომეტრზე, დიდთოვლობის გამო, მოქალაქეები ჩარჩნენ. როგორც საგანგებო სიტუაციების სამსახურში აცხადებენ, შვიდ საათზე მეტია მათ გამოყვანას მაშველები ცდილობენ.

„ადგილზე მისული სამაშველო ჯგუფების გადმოცემით, საბუქსირე საშუალებით დახმარება გაეწია 8 ავტომობილს, რომლებმაც უკვე გააგრძელეს სვლა. 2 ავტომობილის მგზავრები სამაშველო ჯგუფის მიერ გადაყვანილ და დაბინავებულ იქნა უახლოეს სასტუმროში, უსაფრთხოდ. ამ დროისთვის, მეხანძრე-მაშველები კიდევ 5 ავტომობილს და მის მგზავრებს ეხმარებიან გზის გაგრძელებაში“, – აცხადებენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.

უწყება აცხადებს, რომ ადგილზე ვითარება სრულად კონტროლდება და ადამიანების სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]